აუდიო/ვიდეო

მრავალეთნიკური საქართველო
საგანმანათლებო ხასიათის 9 დოკუმენტური ფილმი, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ისტორიისა და კულტურის შესახებ (სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, ბერძნები, ქურთები, ქისტები, უდიები, უკრაინელები და ოსები). დოკუმენტური ფილმების ციკლი მოამზადა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია.